სამეცნიერო კვლევა
სერაფიმე როუზი
სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობდა: ქეთი გოგიშვილი
შესავალი:
დღესდღეობით კაცობრიობას აქვს უამრავი რესურსი იმისთვის, რომ შეძლოს ნებისმიერ საკითხზე და ნებისმიერ პიროვნებაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარება. ამჯერად ჩემი არჩევანი შევაჩერე ერთ–ერთ გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეზე სერაფიმე როუზზე. ჩემს სამეცნიერო ნაშრომში ვეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, რა მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის
რელიგიის
განვითარებაზე,
ვეცდები
საკითხს
კრიტიკული
მხრიდან
მივუდგე
და
სხვადასხვა
წყაროებზე
დაყრდნობით
განვიხილო
ამ
პიროვნების,
როგორც
დადებითი,
ასევე
უარყოფითი
მხარე
და
რაც
მთავარია
მკითხველისთვის
შევქმნა
საინტერესო
და
მრავალმხრივი
ნაშრომი,
რითაც
შესაძლებლობა
ექნებათ
სწორად
შეაფასონ
სერაფიმე
როუზი
და
მიხვდნენ,
თუ
რატომ
შევაჩერე
არჩევანი
სწორედ
ამ
პიროვნებაზე.
იუჯინ
დენის
როუზი დაიბადა
12 აგვისტოს
1934 წელს,
კალიფორნიაში,
საკურორტო
ქალაქ
სან–დიეგოში,
პროტესტანტების
ოჯახში.
სკოლის
წარჩინებით
დასრულების
შემდეგ,
მან
სწავლა
განაგრძო
პომონის
კოლეჯში,
ლოს–ანჯელესის
მახლობლად.
შემდეგ
მან
ჩააბარა
უნივერსიტეტში,
სადაც
სხვადასხვა
რელიგიებს
ეუფლებოდა,
ისეთებს,
როგორიც
იყო:
ინდუიზმი,
ბუდიზმი,
იუდაიზმი
და
სხვა.
თითოეულ
რელიგიას
ის
მშობლიურ
ენაზე
იკვლევდა.
მაგალითად,
კონფუცის
ტექსტებს
ის
კითხულობდა
ძველჩინურად.
ძველი
ჩინურის
შესწავლისთვის
მან
უნივერსიტეტში
მიიღო
მაგისტრის
ხარისხი.
სრულყოფილად
ფლობდა
ფრანგულსა
და
ლათინურს.
მისი
მეგობრის
შემწეობით,
რომელიც
მასთან
ერთად
სწავლობდა
აკადემიაში,
ის
მოხვდა
რუსულ
მართლმადიდებლურ
ეკლესიაში
ღვდელმსახურების
დროს,
ამის
შემდეგ
მან
თავი
დაანება
ჩინურისა
და
ბუდიზმის
შესწავლას
და
დაიწყო
რუსულის
და
მართლმადიდებლობის
შესწავლა.
1961 წელს
დიპლომის
დაცვის
შემდეგ,
ის
ტოვებს
უნივერსიტეტს
იმისთვის,
რომ
დაწეროს
თავისი
ნაშრომი
ადამიანის
სულის
შესახებ.ის რუსეთში
მართლმადიდებლობას
ეცნობა,
შემდეგ
1970 წლისთვის
ის
ბერად
იკვეცება
და
მას
იუჯინის
ნაცვლად
სერაფიმეს
სახელის
ტარებას
იწყებს,
სერაფიმე
საროველის
საპატივცემულოდ.
1977 წელს
მამა
სერაფიმე
მღვდლად
აქციეს.
ის
გარდაიცვალა
1982 წლის
2 სექტემბერს
48 წლის
ასაკში
მძიმე
ავადმყოფობისგან.სერაფიმე
როუზი
უდაოდ
ცნობილი
და
გამორჩეული
პიროვნება
იყო
რელიგიის
სფეროში,
მის
შესახებ
ბევრი
წიგნია
დაწერილი
სხვა
საეკლესიო
მოღვაწეების
მიერ. ერთ–ერთი ნაშრომი,
რომელსაც
მე
დავეყრდნობი
ჩემი
სამეცნიერო
კვლევის
წარმართვისას
იქნება
არქიეპისკოპოსი
ჰრიზოსტომის
წიგნი:
"მოგონებები
სერაფიმზე".
მე
მოვახდენ
არქიეპისკოპოსის
ციტირებას
სერაფიმე
როუზის
სიკვდილის
შესახებ: „სერაფიმეს
სიკვდილმა,
რაღაც
საოცარი
მოიტანა
ჩვენს
დროში.
მისი
სხეული,
რომელიც
სიცხეში
კალიფორნიის
მონასტრის
ეზოში
კუბოში
იყო
დასვენებული,
ცოცხალს
წააგავდა,
მისი
სახის
გამომეტყველება
კი
იმდენად
ნათელი
იყო,
ჩვენ
ძველი
სამონასტრო
ტრადიციის
საწინააღმდეგოდ,
მისი
დახურვა
ვერ
მოვახერხეთ.
ბავშვებიც
კი
კუბოს
გარშემო
იდგნენ
და
წასვლის
ძალა
არ
ჰქონდათ.
ჩვენ
წინ
იწვა
სიცოცხლეში
წმინდა
ადამიანი,
ჩვენმა
გულებმა
ღვთიური
მადლი
შეირგძნეს.
ამ
განცხადების
მიხედვით
შეიძლება
ვიმსჯელოთ
იმაზე,
თუ
რაოდენ
პატივსაცემი
პიროვნება
იყო
სერაფიმე
საეკლესიო
მოღვაწეებისთვის,
მას
მოწიწებით
ეპყრობოდნენ,
მათ
სჯეროდათ
მისი
სიწმინდის
და
იმ
კეთილშობილური
საქმეების,
რისი
გაკეთებაც
მოასწრო
მან
თავის
სიცოცხლეში,
სწორედ
ამ
პატივისცემის
გამო
განიცდიდნენ
უდიდეს
ღვთიურ
მადლს
და
მოწიწებას
გარდაცვლილი
სერაფიმეს
მიმართ.სერაფიმე როუზის
შესახებ ასევე
წიგნი დაწერა
ბერმა დამასკინმა ,რომელშიც აღწერა
სერაფიმეს მიერ
განვლილი ცხოვრებისეული გზა.ზემოთ მოყვანილ ნაშრომებში განხილული იყო სერაფიმე როუზის დადებითი მხარე, თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მასაც გააჩნდა უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები. წმინდა ანტონი დიდი მიიჩნევდა, რომ სათნოებათა საფუძველს წარმოდგენს განმრჩეველობა ცუდისა და კარგისა. ცუდი და კარგი არის გარემო ჩვენი ცხოვრებისა. ყველა ადამიანს გვაქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საკუთარი ცუდი და კარგი, რაც ჩვენს შემოქმედებაშიც აირეკლება. რა თქმა უნდა გამონაკლისს არც მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის ნაშრომები წარმოადგენენ, რომელნიც დღეს მრავალი მართლმადიდებელის საეკლესიო ბიბლიოთეკაში იკავებენ საპატიო ადგილს. მამა სერაფიმეს
შეიძლება
ითქვას
მტრული
დამოკიდებულება
ჰქონდა
თანამედროვე
სასულიერო
მწერლებთანაც,
როგორებიც
იყვნენ:
გიორგი
ფეოდოტევი,
ვლადიმირ
ლოსკი,
ნიკოლაი
ბერდიაევი
და
პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე
შმემანი.
საგულისხმოა,
რომ
მამა
ალექსადნრე
თავის
„დღიურებში“
არცერთხელ
არ
ახსენებს
სერაფიმ
როუზს,
სამაგიეროდ
თავად
როუზი
იმდენად
მწვავედ
აკრიტიკებდა
მას,
რომ
მისი
გარდაცვალების
შემდეგ
„იღუმენმა
გერმანემ
საჭიროდ
ჩათვალა
მოენახულებინა
მამა
ალექსანდრე
შმემანი
და
მამა
სერაფიმეს
სახელით
ეთხოვა
მისთვის
პატიება,
რადგანაც
შიშობდა
რომ
კრიტიკას
მამა
ალექსანდრე
პირად
შეურაცხყოფად
აღიქვამდა.
თუმცა
ამავე
დროს
უცნობი
რჩება
ითხოვდა
კი
თავად
მამა
სერაფიმე
შენდობას,
ერთი
წლით
მეტი
რომ
ეცოცხლა.“ ფაქტია,
რომ:
„მამა
სერაფიმეს
ბრალს
სდებენ
მის
სიმკაცრესა
და
შეურიგებლობაში
იმ
ოპონენტთა
მიმართ,
რომელთაც
ადანაშაულებდა
ეკუმენიზმის,
ლიბერალიზმისა
და
მოდერნიზმისადმი
სიმპატიებში…
რომ
გავიგოთ
ამ
ტენდენციონიზმის
მოტივები,
საჭიროა
გავითვალისწინოთ
მთელი
რიგი
სუბიექტური
და
ობიექტური
მიზეზები.“საკმაოდ მწვავე
რეაქცია გამოიწვია
საზოგადოებაში მისმა
ნაშრომმა „ქრისტიანობა მომავლის რელიგიაა“,
ამ წიგნის
წაკითხვის შემდეგ
ჩემშიც, როგორც
სერაფიმე როუზის
ცხოვრების მკვლევარში და მის
შესახებ დაწერილი
სამეცნიერო ნაშრომის
ავტორშიც, ნაშრომმა
გარკვეული აღშფოთება
გამოიწვია. ობიექტური
მსჯელობის შედეგად
მივედი იმ
დასკვნამდე, რომ
ამ ნაშრომში
ბევრი სიძულვილი
და სიბოროტე
არის ჩაქსოვილი,
სერაფიმე აკრიტიკებს ყველა სხვა
აღმსარებლობის მიმდევარს,
ეს კი
ჩემთვის მიუღებელია. მართლმადიდებლობა ვერ
იქნება ყველასთვის უმთავრესი რელიგია,
ჩვენ საზოგადოებამ ერთმანეთის შეხედულებებს და რელიგიებს
პატივი უნდა
ვცეთ და
ისე არ
მოვიქცეთ, როგორც
მამა სერაფიმე,
თავისი ამ
ნაშრომით ის
სხვა აღმსარებლობის მიმდევრების თავისუფლებას ზღუდავდა. ამ წიგნის შესახებ
გამოკითხვის შედეგად
მამა ალექსანდრე მენისგან ასეთი
პასუხი მიიღო
საზოგადოებამ: ეს
წიგნი დაწერა ყოფილმა
პროტესტანტმა,
შემდგომში
მართლმადიდებელმა ,ვინც,
ღვთისმოსაობის
ნიღაბს
ამოფარებული,
სიძულვილს
ქადაგებს.
თავისი
კლანის
წევრების
გარდა,
ყველა
სძულს.
მაგალითისათვის,
მის
წიგნში
არის
ამგვარი
მოსაზრება:
ინდოელი
ხალხი
დაწყევლილია.
არადა
საუბარია
მთალი
სუბკონტინენტის
მოსახლეობაზე!
მას
რომ
ჰკითხო,
ყველა
სატანის
მსახურია:
ეკლესიის
გაერთიანების
მოძრაობა
– სატანის
დამქაშებიაო,
ფილოსოფოსები
– სატანის
დამქაშბი,
მფრინავი
თეფშები
– სატანის
დამქაშები,
ლამის
თოვლის
კაციც…
ჩემი
აზრით,
ეს
უკვე
ფსიქიატრიის
სფეროს
განეკუთვნება.
შესაძლოა,
უხეშად
ვლაპარაკობ,
მაგრამ
თავად
შეიგრძენით,
რა
სულისკვეთება
მოდის
მისი
წიგნებიდან.
ეს
სახარებისეული
სულისკვეთება
კი
არა,
სიძულვილია!
ხოლო
სიძულვილი
ქრისტიანობის
ნიღაბს ამოფარებული, მაინც არაქრისტიანულად
რჩება.
ეს
არის
ადამიანი,
რომელსაც
მთელი
სამყარო სძულს.სერაფიმ
როუზის შესახებ. მამა ალექსანდრე მენის ეს ნათქვამი შესაძლოა მართლაც უხეშად ჟღერს და შესაძლოა ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სუბიექტური აზრია ამ წიგნის შესახებ, თუმცა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემშიც გაჩნდა ეს აღშფოთების და გარკვეული პროტესტის გრძნობა.არადამაკმაყოფილებელმა კომენტარმა გაიჟღერა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის
მხრიდანაც: - ორი მესამეdით მას ვაფასებ
უარყოფითად,
ხოლო
ერთი მესამედით
დადებითად,
ან
გულგრილად.
მრჩება
შთაბეჭდილება,
რომ
ის
აპოკალიფსისტია
და
საშინლად
ვიწრო
შეხედულებების
მქონე
და
მე
საერთოდაც
არ
მახარებს,
როდესაც
ჩემი
მრევლი
მის
მომწამვლელ
ნაწერებს
კითხულობს.
მას
აკლია
სიფხიზლე,
ის
ენთუზიასტია,
რომელიც
ყველაფერს
აპოკალიფსურ
სინათლეზე
ხედავს
და
შეიძლება
ითქვას,
სრულიად
არარეალურადაც.
ასეთია
ჩემი
შეხედულება,
მე
მას
ასე
მკვეთრად
სწორედ
ამიტომ
გამოვთქვამ,
რომ
ეს
არის
ჩემი
პირადი
შეხედულება.
მიუხედავად
იმისა,
რომ
სერაფიმე
როუზს
ჰქონდა,
როგორც
დადებითი
ასევე
უარყოფითი
მხარეები,
ჩვენ
ობიექტურად
უნდა
შევაფასოთ
ამ
პიროვნების
მოღვაწეობა,
რადგან
არცერთი
ადამიანი
არ
არის
იდეალური
და
ყველას
აქვს
შეცდომის
დაშვების
უფლება.
ჩვენ
ეჭვქვეშ
ვერ
დავაყენებთ
იმ
ფაქტს,
რომ
სერაფიმე
როუზი
მეოცე
საუკუნის
უდიდესი
მისიონერი
იყო,
ის
იყო
საკმაოდ
ინტელექტუალური
ადამიანი,
მას
აქვს
მტკიცე
შინაგანი
რწმენა,
თუმცა
ზემოთ
განხილული
სადაო
საკითხებიდან
გამომდინარე,
ჩვენ
ყველამ
უფრო
დაკვირვებით
და
დიდი
სიფრთხილით
უნდა
წავიკითხოთ
მისი
ნამუშევრები.
შესავალი:
დღესდღეობით კაცობრიობას აქვს უამრავი რესურსი იმისთვის, რომ შეძლოს ნებისმიერ საკითხზე და ნებისმიერ პიროვნებაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარება. ამჯერად ჩემი არჩევანი შევაჩერე ერთ–ერთ გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეზე სერაფიმე როუზზე. ჩემს სამეცნიერო ნაშრომში ვეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, რა მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის რელიგიის განვითარებაზე, ვეცდები საკითხს კრიტიკული მხრიდან მივუდგე და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განვიხილო ამ პიროვნების, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე და რაც მთავარია მკითხველისთვის შევქმნა საინტერესო და მრავალმხრივი ნაშრომი, რითაც შესაძლებლობა ექნებათ სწორად შეაფასონ სერაფიმე როუზი და მიხვდნენ, თუ რატომ შევაჩერე არჩევანი სწორედ ამ პიროვნებაზე.
იუჯინ დენის როუზი დაიბადა 12 აგვისტოს 1934 წელს, კალიფორნიაში, საკურორტო ქალაქ სან–დიეგოში, პროტესტანტების ოჯახში. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო პომონის კოლეჯში, ლოს–ანჯელესის მახლობლად. შემდეგ მან ჩააბარა უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა რელიგიებს ეუფლებოდა, ისეთებს, როგორიც იყო: ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი და სხვა. თითოეულ რელიგიას ის მშობლიურ ენაზე იკვლევდა. მაგალითად, კონფუცის ტექსტებს ის კითხულობდა ძველჩინურად. ძველი ჩინურის შესწავლისთვის მან უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი. სრულყოფილად ფლობდა ფრანგულსა და ლათინურს. მისი მეგობრის შემწეობით, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა აკადემიაში, ის მოხვდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვდელმსახურების დროს, ამის შემდეგ მან თავი დაანება ჩინურისა და ბუდიზმის შესწავლას და დაიწყო რუსულის და მართლმადიდებლობის შესწავლა. 1961 წელს დიპლომის დაცვის შემდეგ, ის ტოვებს უნივერსიტეტს იმისთვის, რომ დაწეროს თავისი ნაშრომი ადამიანის სულის შესახებ.ის რუსეთში მართლმადიდებლობას ეცნობა, შემდეგ 1970 წლისთვის ის ბერად იკვეცება და მას იუჯინის ნაცვლად სერაფიმეს სახელის ტარებას იწყებს, სერაფიმე საროველის საპატივცემულოდ. 1977 წელს მამა სერაფიმე მღვდლად აქციეს. ის გარდაიცვალა 1982 წლის 2 სექტემბერს 48 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობისგან.სერაფიმე როუზი უდაოდ ცნობილი და გამორჩეული პიროვნება იყო რელიგიის სფეროში, მის შესახებ ბევრი წიგნია დაწერილი სხვა საეკლესიო მოღვაწეების მიერ. ერთ–ერთი ნაშრომი, რომელსაც მე დავეყრდნობი ჩემი სამეცნიერო კვლევის წარმართვისას იქნება არქიეპისკოპოსი ჰრიზოსტომის წიგნი: "მოგონებები სერაფიმზე". მე მოვახდენ არქიეპისკოპოსის ციტირებას სერაფიმე როუზის სიკვდილის შესახებ: „სერაფიმეს სიკვდილმა, რაღაც საოცარი მოიტანა ჩვენს დროში. მისი სხეული, რომელიც სიცხეში კალიფორნიის მონასტრის ეზოში კუბოში იყო დასვენებული, ცოცხალს წააგავდა, მისი სახის გამომეტყველება კი იმდენად ნათელი იყო, ჩვენ ძველი სამონასტრო ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მისი დახურვა ვერ მოვახერხეთ. ბავშვებიც კი კუბოს გარშემო იდგნენ და წასვლის ძალა არ ჰქონდათ. ჩვენ წინ იწვა სიცოცხლეში წმინდა ადამიანი, ჩვენმა გულებმა ღვთიური მადლი შეირგძნეს. ამ განცხადების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რაოდენ პატივსაცემი პიროვნება იყო სერაფიმე საეკლესიო მოღვაწეებისთვის, მას მოწიწებით ეპყრობოდნენ, მათ სჯეროდათ მისი სიწმინდის და იმ კეთილშობილური საქმეების, რისი გაკეთებაც მოასწრო მან თავის სიცოცხლეში, სწორედ ამ პატივისცემის გამო განიცდიდნენ უდიდეს ღვთიურ მადლს და მოწიწებას გარდაცვლილი სერაფიმეს მიმართ.სერაფიმე როუზის შესახებ ასევე წიგნი დაწერა ბერმა დამასკინმა ,რომელშიც აღწერა სერაფიმეს მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა.ზემოთ მოყვანილ ნაშრომებში განხილული იყო სერაფიმე როუზის დადებითი მხარე, თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მასაც გააჩნდა უარყოფითი მხარეები და ნაკლოვანებები. წმინდა ანტონი დიდი მიიჩნევდა, რომ სათნოებათა საფუძველს წარმოდგენს განმრჩეველობა ცუდისა და კარგისა. ცუდი და კარგი არის გარემო ჩვენი ცხოვრებისა. ყველა ადამიანს გვაქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საკუთარი ცუდი და კარგი, რაც ჩვენს შემოქმედებაშიც აირეკლება. რა თქმა უნდა გამონაკლისს არც მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის ნაშრომები წარმოადგენენ, რომელნიც დღეს მრავალი მართლმადიდებელის საეკლესიო ბიბლიოთეკაში იკავებენ საპატიო ადგილს. მამა სერაფიმეს შეიძლება ითქვას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა თანამედროვე სასულიერო მწერლებთანაც, როგორებიც იყვნენ: გიორგი ფეოდოტევი, ვლადიმირ ლოსკი, ნიკოლაი ბერდიაევი და პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი. საგულისხმოა, რომ მამა ალექსადნრე თავის „დღიურებში“ არცერთხელ არ ახსენებს სერაფიმ როუზს, სამაგიეროდ თავად როუზი იმდენად მწვავედ აკრიტიკებდა მას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ „იღუმენმა გერმანემ საჭიროდ ჩათვალა მოენახულებინა მამა ალექსანდრე შმემანი და მამა სერაფიმეს სახელით ეთხოვა მისთვის პატიება, რადგანაც შიშობდა რომ კრიტიკას მამა ალექსანდრე პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა. თუმცა ამავე დროს უცნობი რჩება ითხოვდა კი თავად მამა სერაფიმე შენდობას, ერთი წლით მეტი რომ ეცოცხლა.“ ფაქტია, რომ: „მამა სერაფიმეს ბრალს სდებენ მის სიმკაცრესა და შეურიგებლობაში იმ ოპონენტთა მიმართ, რომელთაც ადანაშაულებდა ეკუმენიზმის, ლიბერალიზმისა და მოდერნიზმისადმი სიმპატიებში… რომ გავიგოთ ამ ტენდენციონიზმის მოტივები, საჭიროა გავითვალისწინოთ მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.“საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში მისმა ნაშრომმა „ქრისტიანობა მომავლის რელიგიაა“, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემშიც, როგორც სერაფიმე როუზის ცხოვრების მკვლევარში და მის შესახებ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორშიც, ნაშრომმა გარკვეული აღშფოთება გამოიწვია. ობიექტური მსჯელობის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ნაშრომში ბევრი სიძულვილი და სიბოროტე არის ჩაქსოვილი, სერაფიმე აკრიტიკებს ყველა სხვა აღმსარებლობის მიმდევარს, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. მართლმადიდებლობა ვერ იქნება ყველასთვის უმთავრესი რელიგია, ჩვენ საზოგადოებამ ერთმანეთის შეხედულებებს და რელიგიებს პატივი უნდა ვცეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც მამა სერაფიმე, თავისი ამ ნაშრომით ის სხვა აღმსარებლობის მიმდევრების თავისუფლებას ზღუდავდა. ამ წიგნის შესახებ გამოკითხვის შედეგად მამა ალექსანდრე მენისგან ასეთი პასუხი მიიღო საზოგადოებამ: ეს წიგნი დაწერა ყოფილმა პროტესტანტმა, შემდგომში მართლმადიდებელმა ,ვინც, ღვთისმოსაობის ნიღაბს ამოფარებული, სიძულვილს ქადაგებს. თავისი კლანის წევრების გარდა, ყველა სძულს. მაგალითისათვის, მის წიგნში არის ამგვარი მოსაზრება: ინდოელი ხალხი დაწყევლილია. არადა საუბარია მთალი სუბკონტინენტის მოსახლეობაზე! მას რომ ჰკითხო, ყველა სატანის მსახურია: ეკლესიის გაერთიანების მოძრაობა – სატანის დამქაშებიაო, ფილოსოფოსები – სატანის დამქაშბი, მფრინავი თეფშები – სატანის დამქაშები, ლამის თოვლის კაციც… ჩემი აზრით, ეს უკვე ფსიქიატრიის სფეროს განეკუთვნება. შესაძლოა, უხეშად ვლაპარაკობ, მაგრამ თავად შეიგრძენით, რა სულისკვეთება მოდის მისი წიგნებიდან. ეს სახარებისეული სულისკვეთება კი არა, სიძულვილია! ხოლო სიძულვილი ქრისტიანობის ნიღაბს ამოფარებული, მაინც არაქრისტიანულად რჩება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი სამყარო სძულს.სერაფიმ როუზის შესახებ. მამა ალექსანდრე მენის ეს ნათქვამი შესაძლოა მართლაც უხეშად ჟღერს და შესაძლოა ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სუბიექტური აზრია ამ წიგნის შესახებ, თუმცა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემშიც გაჩნდა ეს აღშფოთების და გარკვეული პროტესტის გრძნობა.არადამაკმაყოფილებელმა კომენტარმა გაიჟღერა მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის მხრიდანაც: - ორი მესამეdით მას ვაფასებ უარყოფითად, ხოლო ერთი მესამედით დადებითად, ან გულგრილად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის აპოკალიფსისტია და საშინლად ვიწრო შეხედულებების მქონე და მე საერთოდაც არ მახარებს, როდესაც ჩემი მრევლი მის მომწამვლელ ნაწერებს კითხულობს. მას აკლია სიფხიზლე, ის ენთუზიასტია, რომელიც ყველაფერს აპოკალიფსურ სინათლეზე ხედავს და შეიძლება ითქვას, სრულიად არარეალურადაც. ასეთია ჩემი შეხედულება, მე მას ასე მკვეთრად სწორედ ამიტომ გამოვთქვამ, რომ ეს არის ჩემი პირადი შეხედულება.
მიუხედავად იმისა, რომ სერაფიმე როუზს ჰქონდა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, ჩვენ ობიექტურად უნდა შევაფასოთ ამ პიროვნების მოღვაწეობა, რადგან არცერთი ადამიანი არ არის იდეალური და ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ჩვენ ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ იმ ფაქტს, რომ სერაფიმე როუზი მეოცე საუკუნის უდიდესი მისიონერი იყო, ის იყო საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანი, მას აქვს მტკიცე შინაგანი რწმენა, თუმცა ზემოთ განხილული სადაო საკითხებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველამ უფრო დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით უნდა წავიკითხოთ მისი ნამუშევრები.
გამოყენებული ლიტერატურა:
- წიგნი "ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა" – ავტორი: სერაფიმე როუზი. (www.pravbeseda.ru)
- წიგნი: "მოგონებები სერაფიმზე"– ავტორი: არქიეპისკოპოსი ჰრიზოსტომი. (www.serafim-rakit.orthodoxy.ru)
- სერაფიმე როუზის ბიოგრაფია (wikipedia)
- Митрополит Сурожский Антоний. Ответы на вопросы (http://www.metropolit-anthony.orc.ru)
- .ალექსანდრე მენი. შეკითხვები და პასუხები. თბილისი 2010. გვ.264
No comments:
Post a Comment