Thursday, March 27, 2014
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (ებრ. אליהו, Eliyahu) — ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრააზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით,გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში)ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.სასწაულებრივი ცხოვრებაელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბისზეობისას მოუწოდა.
სავარაუდოდ 869 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე)ისრაელში გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეებს შორის, სახელად ახაბი. მას ცოლად ჰყავდა წარმართი ქალი იეზაბელი. მან ახაბი გადაიბირა, რომ თაყვანი ეცა კერპისთვის, რომელსაც ბაალი ერქვა და აეგო მისთვის ტაძარი. იეზაბელი ცდილობდა მოესპო ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი.
იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელია - ღმერთის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელიც ყველას მოუწოდებდა ცოცხალი ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ.
ახაბი და იეზაბელი სდევნიდნენ ელიას და სძულდათ იმის გამო, რომ იგი ცდილობდა მრავალთა გულში გაეღვიძებინა მონანიების გრძნობა. ელიას დროს ისრაელიანთ გადაუხვიეს უფლის გზას და კერპებს ემსახურებოდნენ. მაშინ ელიას სიტყვით ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელიანთა მიწაზე არ ყოფილა წვიმა და დიდმა გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა ახაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ღვთის ბრძანებით დილა-საღამოს ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყურვილს კი ელია იქვე ნაკადულზე იკლავდა.
მოსე (ებრ.: מֹשֶה მოშე; არაბ.: موسى, მუსა) — ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.
უდიდესი წინასწარმეტყველიუდიდესი წინასწარმეტყველის წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც ნაციის, არამედ მისი კანონმდებელი, მღვდელიდა ღმერთთან შუამავალი. ალბათ ყველაზე კარგად ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე13-ე საუკუნეში.
მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის. მისი ცხოვრების ისტორია პირველადაა აღწერილი ბიბლიის წიგნ "ექსოდუსში", თუმცა არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი მითითებები წიგნებში"ციფრები", "ლევიტუსი" და "დეუტერუმი". დღეს იუდაიზმის რელიგია მხოლოდ ბიბლიის ამ ხუთ წიგნზეა დაფუძნებული(რომლებსაც ხშირად მოსეს წიგნებს ეძახიან). მათ ჰქვია თორა, კანონის წიგნები.
Thursday, March 20, 2014
მათეს სახარება 15 და 16 თავები
იესოსთან მივიდნენ იერუსალიმელი ფარისევლები და მწიგნობრები, ჰკითხეს, თუ რატომ არღვევდნენ მისი მოწაფეები უხუცესთა წესს და ჭამის წინ ხელს არ იბანდნენ, იესომ უპასუხა: თქვენ რატომღა არღვევთ უფლის მცნებებს თქვენი ჩვეულებებით? თქვენ არღვევთ მის მცნებას და პატივს არ სცემთ თქვენს დედას და მამას. პირით შემავალი კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალი ბილწავს ადამიანს. მასთან მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს ამ სიტყვების განმარტვა: იესომ თქვა ადამიანის პირიდან გამომავალი სიტყვები გულიდან მოდის და სიბოროტე ადამიანშივე რჩება. იესო წამოვიდა იქიდან და მიადგა ტიროსის და სიდონის მხარეს.
ქანაანის საზღვრებიდან გამოვარდნილი ქალი უყვიროდა იესოს: უფალო, დავითის ძეო, შემიწყალე, ჩემი ასული ეშმაკისგან იტანჯება. იესომ ქალს ხმა არ გასცა. იესომ თქვა, რომ ის წარმართებისთვის არ იყო გაჩენილი ის იერუსალიმის დაკარგული ცხვრებისთვის იყო მოვლენილი, ამასობაში ქალი მიუახლოვდა და შეწყალება სთხოვა იესომ უთხრა არ ვარგა შვილებს წავართვა და ძაღლებს მივუგდო. ქალმა უპასუხა: მაგრამ ბატონო ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან გადმოყრილ ნამცეცებს. იესომ ქალს უთხრა, რომ მისი რწმენა დიდი იყო და მისი ასული იმავე წამს განიკურნა.
იესო გალილეის მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. მასთან ხალხი მივიდა, ბრმები, კოჭლები ისინი ყველანი განიკურნენ. ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: ეს ხალხი უკვე სამი დღეა ჩემთანაა არ მინდა მშიერი გავუშვა.
მოწაფეებმა უთხრეს: ამ უდაბნოში სად გვაქვს ამდენი პური, რომ ამდენი ხალხი დავაპუროთ? იესომ შეიტყო რომ მოწაფეებს შვიდი პური და ცოტაოდენი თევზი ჰქონდათ. იესომ საჭმელი ამრავლა, ისე, რომ ყველას ეყო და კალათებიც გაივსო.
მასთან ფარისევლები მივიდნენ და უთხრეს სასწაული მოეხდინა, მაგრამ იესომ უპასუხა, რომ სასწაული არ ეღირსებოდათ იონას სასწაულის გარდა, შემდეგ მოწაფეებს უთხრა, რომ გარიდებოდნენ ფარისევლების მოძღვრებას და უთხრა, ნუთუ თქვენთვის საკმარისი არ ყოფილა ის ორი სასწაული, რომელიც პურის გამრავლებისას მოვახდინე.
შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს ჰკითხა ვინ ეგონა ხალხს ღვთის ძე. პასუხად მან მიიღო, რომ ზოგს ის წინასწარმეტყველი ეგონა, ზოგს იოანე ნათლისმცემელი. შემდეგ იესომ მოწაფეებს ჰკითხა თქვენ ვინ გგონივართ მე?
პეტრემ უთხრა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი ღვთის ძე. იესომ კი უპასუხა პეტრე სწორედ ამ კლდეზე დავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭები ვერ მოერევა. შემდეგ მოწაფეებს გაუმხილა, რომ ის მართლა იესო ქრისტე იყო და მას ტანჯვა და წამება ელოდა იერუსალიმში. პეტრემ კი უთხრა: ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს. იესომ კი უთხრა ახლა შენ ღვთის ენით არ საუბრობ ჩემთან ეშმაკეული არის ჩასახლებული შენში. ჭეშმარტიად გეუბნებით თქვენ, რომ ზოგი აქ მყოფთაგანი მანამდე არ მოკვდება, სანამ არ იხილავს ღვთის ძის სასუფევლიდან მოსვლას.
P.S. მართმადიდებლმა ადაიანმა ჩემი აზრით პირველ რიგში საკუთარი რელიგიის უკეთ გაცნობის და გულთან ახლოს მიტანის მიზნით აუცილებლად უნდა წაიკითხოს სახარება. სახარებაში ჩადებულია იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი დიდი სიბრძნე, სწორედ სახარების მეშვეობით უფალი ელაპარაკება თავის სამწყსოსს. მორწმუნე ადამიანმა თავისი ნება–ყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ქრისტეს სიყვარულით განმსჭვალულმა უნდა წაიკითხოს სახარება. ჩვენ სახარებას ვკითხულობთ იმის გამო, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ ჩვენი რელიგიის საფუძველს და ჩვენი რწმენა განვიმტკიცოთ.
Thursday, March 13, 2014
მათეს სახარება 14 თავი
მათეს სახარება
14 თავი შინაარსი
იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესო ქრისტეს ამბავმა, თავის მსახურებს უთხრა: ეს არის იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მკვდრეთით აღდგა. ჰეროდემ იოანე შეიპყრო, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო, ჰეროდიას გამო – რომელიც ადრე იყო ჰეროდეს ძმის ფილიპეს ცოლი. რადგან იოანე ამხელდა მათ ამ ცოდვის გამო.
![]() |
ჰეროდეს დაბადების დღის წვეულებაზე ჰეროდიას ასულმა ცეკვით მოხიბლა იგი. ამიტომ კაცმა ფიცით აღუთქვა, რომ იმას მისცემდა, რასაც ქალი მოისურვებდა. ქალმა მას მოსთხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით მიერთმიათ მისთვის. მეფე შეწუხდა, მაგრამ ფიცი ვერ გატეხა. მსახურები გაგზავნა იმისთვის, რომ იოანესთვის საპყრობილეში თავი მოეკვეთათ. იოანეს თავი მოჰკვეთეს და ლანგრით მიართვეს ასულს, მან კი ლანგარი დედამისს შეუტანა. იესოს მოწაფეებმა იოანეს ნეშტი გამოასვენეს, დამარხეს და შემდეგ აუწყეს იესოს. იესო კი იქაურობას გაეცალა.
იესო გამოვიდა, იხილა ხალხი, შეეცოდა ისინი და განკურნა. მოწაფეები შებინდებისას მივიდნენ იესოსთან და უთხრეს, რომ გაეშვა ეს ხალხი, რადგან ისინი მშივრები იყვნენ. იესომ კი უთხრა თქვენ აჭამეთო. მოწაფეებმა უპასეს, რომ მათ არაფერი ჰქონდათ ხუთი პურისა და თევზის გარდა. იესომ მოატანინა საკვები და ხუთი პური ხუთი ათასად აქცია, ისე, რომ ყველა იქ მყოფი დანაყრდა და კიდევ უფრო მეტი საკვებიც დარჩა.
ხალხის გასტუმრების შემდეგ იესო განმარტოვდა, მოწაფეები ნავით გაუშვა, ისინი შუაგულ ზღვაში აღმოჩნდნენ, ღამით, ირგვლივ კი ქარი ქროდა. მათთან ზღვაზე სიარულით იესო მივიდა. იესომ თავისი მოწაფეები გაამხნევა, პეტრემ კი უთხრა, თუ მართლა შენ ხარ უფალო, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენამდე, მანაც უბრძანა მოდიო. პეტრემ სიარული დაიწყო, მაგრამ, როდესაც ძლიერი ქარი დაინახა, შეყოვნდა და ჩაძირვა დაიწყო, უფალს შესთხოვდა დახმარებას. იესომ მას ხელი ჩასჭიდა და ჰკითხა, რამ დაგაეჭვა მცირედ მორწმუნეო? როგორც კი ნავზე ავიდნენ ქარი მაშინვე ჩადგა. ისინი ღამით მიცურავდნენ და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. ხალხმა იცნო იესო და ევედრებოდნენ მას, რომ უფლება მიეცათ მათთვის, რომ მის სამოსის კალთებს შეხებოდნენ და განკურნებოდნენ. ვინც შეახო ხელი, ყველა განიკურნა.
Wednesday, March 12, 2014
Monday, March 10, 2014
მათეს სახარება
13 თავი
(შინაარსი)
Subscribe to:
Posts (Atom)