Thursday, March 13, 2014

მათეს სახარება 14 თავი


მათეს სახარება

14 თავი შინაარსი


იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესო ქრისტეს ამბავმა, თავის მსახურებს უთხრა: ეს არის იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მკვდრეთით აღდგა. ჰეროდემ იოანე შეიპყრო, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო, ჰეროდიას გამო – რომელიც ადრე იყო ჰეროდეს ძმის ფილიპეს ცოლი.  რადგან იოანე ამხელდა მათ ამ ცოდვის გამო. 


ჰეროდეს დაბადების დღის წვეულებაზე ჰეროდიას ასულმა ცეკვით მოხიბლა იგი. ამიტომ კაცმა ფიცით აღუთქვა, რომ იმას მისცემდა, რასაც ქალი მოისურვებდა. ქალმა მას მოსთხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით მიერთმიათ მისთვის. მეფე შეწუხდა, მაგრამ ფიცი ვერ გატეხა. მსახურები გაგზავნა იმისთვის, რომ იოანესთვის საპყრობილეში თავი მოეკვეთათ. იოანეს თავი მოჰკვეთეს და ლანგრით მიართვეს ასულს, მან კი ლანგარი დედამისს შეუტანა. იესოს მოწაფეებმა იოანეს ნეშტი გამოასვენეს, დამარხეს და შემდეგ აუწყეს იესოს. იესო კი იქაურობას გაეცალა.


იესო გამოვიდა, იხილა ხალხი, შეეცოდა ისინი და განკურნა. მოწაფეები შებინდებისას მივიდნენ იესოსთან და უთხრეს, რომ გაეშვა ეს ხალხი, რადგან ისინი მშივრები იყვნენ. იესომ კი უთხრა თქვენ აჭამეთო. მოწაფეებმა უპასეს, რომ მათ არაფერი ჰქონდათ ხუთი პურისა და თევზის გარდა. იესომ მოატანინა საკვები და ხუთი პური ხუთი ათასად აქცია, ისე, რომ ყველა იქ მყოფი დანაყრდა და კიდევ უფრო მეტი საკვებიც დარჩა.


ხალხის გასტუმრების შემდეგ იესო განმარტოვდა, მოწაფეები ნავით გაუშვა, ისინი შუაგულ ზღვაში აღმოჩნდნენ, ღამით, ირგვლივ კი ქარი ქროდა. მათთან ზღვაზე სიარულით იესო მივიდა. იესომ თავისი მოწაფეები გაამხნევა, პეტრემ კი უთხრა, თუ მართლა შენ ხარ უფალო, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენამდე, მანაც უბრძანა მოდიო. პეტრემ სიარული დაიწყო, მაგრამ, როდესაც ძლიერი ქარი დაინახა, შეყოვნდა და ჩაძირვა დაიწყო, უფალს შესთხოვდა დახმარებას. იესომ მას ხელი ჩასჭიდა და ჰკითხა, რამ დაგაეჭვა მცირედ მორწმუნეო? როგორც კი ნავზე ავიდნენ ქარი მაშინვე ჩადგა. ისინი ღამით მიცურავდნენ და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. ხალხმა იცნო იესო და ევედრებოდნენ მას, რომ უფლება მიეცათ მათთვის, რომ მის სამოსის კალთებს შეხებოდნენ და განკურნებოდნენ. ვინც შეახო ხელი, ყველა განიკურნა.







No comments:

Post a Comment