მათეს სახარება 15 და 16 თავები
იესოსთან მივიდნენ იერუსალიმელი ფარისევლები და მწიგნობრები, ჰკითხეს, თუ რატომ არღვევდნენ მისი მოწაფეები უხუცესთა წესს და ჭამის წინ ხელს არ იბანდნენ, იესომ უპასუხა: თქვენ რატომღა არღვევთ უფლის მცნებებს თქვენი ჩვეულებებით? თქვენ არღვევთ მის მცნებას და პატივს არ სცემთ თქვენს დედას და მამას. პირით შემავალი კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალი ბილწავს ადამიანს. მასთან მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს ამ სიტყვების განმარტვა: იესომ თქვა ადამიანის პირიდან გამომავალი სიტყვები გულიდან მოდის და სიბოროტე ადამიანშივე რჩება. იესო წამოვიდა იქიდან და მიადგა ტიროსის და სიდონის მხარეს.
ქანაანის საზღვრებიდან გამოვარდნილი ქალი უყვიროდა იესოს: უფალო, დავითის ძეო, შემიწყალე, ჩემი ასული ეშმაკისგან იტანჯება. იესომ ქალს ხმა არ გასცა. იესომ თქვა, რომ ის წარმართებისთვის არ იყო გაჩენილი ის იერუსალიმის დაკარგული ცხვრებისთვის იყო მოვლენილი, ამასობაში ქალი მიუახლოვდა და შეწყალება სთხოვა იესომ უთხრა არ ვარგა შვილებს წავართვა და ძაღლებს მივუგდო. ქალმა უპასუხა: მაგრამ ბატონო ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან გადმოყრილ ნამცეცებს. იესომ ქალს უთხრა, რომ მისი რწმენა დიდი იყო და მისი ასული იმავე წამს განიკურნა.
იესო გალილეის მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. მასთან ხალხი მივიდა, ბრმები, კოჭლები ისინი ყველანი განიკურნენ. ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: ეს ხალხი უკვე სამი დღეა ჩემთანაა არ მინდა მშიერი გავუშვა.
მოწაფეებმა უთხრეს: ამ უდაბნოში სად გვაქვს ამდენი პური, რომ ამდენი ხალხი დავაპუროთ? იესომ შეიტყო რომ მოწაფეებს შვიდი პური და ცოტაოდენი თევზი ჰქონდათ. იესომ საჭმელი ამრავლა, ისე, რომ ყველას ეყო და კალათებიც გაივსო.
მასთან ფარისევლები მივიდნენ და უთხრეს სასწაული მოეხდინა, მაგრამ იესომ უპასუხა, რომ სასწაული არ ეღირსებოდათ იონას სასწაულის გარდა, შემდეგ მოწაფეებს უთხრა, რომ გარიდებოდნენ ფარისევლების მოძღვრებას და უთხრა, ნუთუ თქვენთვის საკმარისი არ ყოფილა ის ორი სასწაული, რომელიც პურის გამრავლებისას მოვახდინე.
შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს ჰკითხა ვინ ეგონა ხალხს ღვთის ძე. პასუხად მან მიიღო, რომ ზოგს ის წინასწარმეტყველი ეგონა, ზოგს იოანე ნათლისმცემელი. შემდეგ იესომ მოწაფეებს ჰკითხა თქვენ ვინ გგონივართ მე?
პეტრემ უთხრა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი ღვთის ძე. იესომ კი უპასუხა პეტრე სწორედ ამ კლდეზე დავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭები ვერ მოერევა. შემდეგ მოწაფეებს გაუმხილა, რომ ის მართლა იესო ქრისტე იყო და მას ტანჯვა და წამება ელოდა იერუსალიმში. პეტრემ კი უთხრა: ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს. იესომ კი უთხრა ახლა შენ ღვთის ენით არ საუბრობ ჩემთან ეშმაკეული არის ჩასახლებული შენში. ჭეშმარტიად გეუბნებით თქვენ, რომ ზოგი აქ მყოფთაგანი მანამდე არ მოკვდება, სანამ არ იხილავს ღვთის ძის სასუფევლიდან მოსვლას.
No comments:
Post a Comment