წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (ებრ. אליהו, Eliyahu) — ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრააზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით,გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში)ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.სასწაულებრივი ცხოვრებაელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბისზეობისას მოუწოდა.
სავარაუდოდ 869 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე)ისრაელში გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეებს შორის, სახელად ახაბი. მას ცოლად ჰყავდა წარმართი ქალი იეზაბელი. მან ახაბი გადაიბირა, რომ თაყვანი ეცა კერპისთვის, რომელსაც ბაალი ერქვა და აეგო მისთვის ტაძარი. იეზაბელი ცდილობდა მოესპო ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი.
იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელია - ღმერთის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელიც ყველას მოუწოდებდა ცოცხალი ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ.
ახაბი და იეზაბელი სდევნიდნენ ელიას და სძულდათ იმის გამო, რომ იგი ცდილობდა მრავალთა გულში გაეღვიძებინა მონანიების გრძნობა. ელიას დროს ისრაელიანთ გადაუხვიეს უფლის გზას და კერპებს ემსახურებოდნენ. მაშინ ელიას სიტყვით ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელიანთა მიწაზე არ ყოფილა წვიმა და დიდმა გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა ახაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ღვთის ბრძანებით დილა-საღამოს ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყურვილს კი ელია იქვე ნაკადულზე იკლავდა.
მოსე (ებრ.: מֹשֶה მოშე; არაბ.: موسى, მუსა) — ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.
უდიდესი წინასწარმეტყველიუდიდესი წინასწარმეტყველის წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც ნაციის, არამედ მისი კანონმდებელი, მღვდელიდა ღმერთთან შუამავალი. ალბათ ყველაზე კარგად ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე13-ე საუკუნეში.
მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის. მისი ცხოვრების ისტორია პირველადაა აღწერილი ბიბლიის წიგნ "ექსოდუსში", თუმცა არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი მითითებები წიგნებში"ციფრები", "ლევიტუსი" და "დეუტერუმი". დღეს იუდაიზმის რელიგია მხოლოდ ბიბლიის ამ ხუთ წიგნზეა დაფუძნებული(რომლებსაც ხშირად მოსეს წიგნებს ეძახიან). მათ ჰქვია თორა, კანონის წიგნები.
No comments:
Post a Comment