Monday, March 10, 2014

მათეს სახარება

13 თავი

(შინაარსი)




იესო ქრისტე გამოვიდა ზღვის ნაპირზე, მას დიდძალი ხალხი შემოეხვია გარს, ის კი იგავებით ასწავლიდა მათ. იესომ თავის მოწაფეებს იგავი "მთესველის" შესახებ უამბო.



იგავი "მთესველზე"

გავიდა მთესველი და თესლი დაეფანტა. ზოგი თესლი გზის პირას დავარდა. თესლმა ფესვები ვერ გაიდგა, დაესია მას ყორანი და ამოკენკა ის. ზოგი თესლი კლდოვან ნიადაგზე აღმოჩნდა. ის აღმოცენდა, თუმცა ღრმა ფესვები ვერ გაიდგა და გახმა. ზოგი თესლი ეკლებში ჩავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა, თუმცა ნაყოფი ვერ გამოიყო. ხოლო ის თესლი, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვდა აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფიც გამოიყო, ზოგმა 30, ზოგმა 60 და ზოგმა 100. 


შემდეგ იესომ ეს იგავი განუმარტა თავის მოწაფეებს, მთესველი იყო თავად იესო ქრისტე, ხოლო თესლი მისი ნაქადაგები სიტყვები. გზის პირას დაყრილი თესლი სიმბოლურად გამოხატავს იმ ადამიანს, რომლის გულამდეც არ მიდის ქრისტეს ნათქვამი. კლდოვან ნიადაგზე აღმოცენებული თესლი ჰგავს იმ ადამიანს, რომელმაც უსმინა ამ სიტყვებს, მოეწონა, თუმცა სიტყვებმა ღრმა ფესვები ვერ გაიდგა, ადამიანს ნაქადაგები დაავიწყდა. ეკლიან ნიადაგზე დავარდნილი მარცვლები ჰგავს ადამიანს, რომელსაც სწამს ამ სიტყვების, თუმცა ამქვეყნიურ საზრუნავს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგზე აღმოცენებული თესლი, ანუ მხოლოდ მორწმუნე ადამიანის გულამდე მიდის ეს სიტყვები და ის ცდილობს მორწმუნესავით იცხოვროს.



შემდეგი იგავი იყო ხორბლის ყანასა და ღვარძლის შესახებ, თუ როგორ აღმოცენდა ხორბლის გვერდით ღვარძლი. ამ იგავის გამოყენებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ ურწმუნო და ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანი განკითხვის დღემდე ერთად უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ მიეზღვება ყოველივეს ის, რაც დაიმსახურეს.


მოწაფეებს უკვირდათ და იესოს ეკითხებოდნენ, თუ რატომ ესაუბრებოდა ქრისტე მათ იგავებით, რაზეც შემდეგნაირი პასუხი მიიღეს: იგავებით იმიტომ ველაპარაკები, რადგან მათ აქვთ თვალები, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, მათ აქვთ ყურები, მაგრამ არ ესმით. ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები მართლდება: "სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. რადგან ადამიანს დაეხშო გული, ყურით მძიმედ ესმის, თვალები კი დაეხუჭა. იესო მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ისინი იმას ხედავდნენ და ისმენდნენ ახლა, რაზეც უამრავი წინასწარმეტყველი ოცნებობდა, მაგრამ ვერ მოესწრნენ. 


სხვადასხვა იგავის მოყოლის შემდეგ, იესო სინაგოგაში წავიდა და ასწავლიდა ხალხს, ფარისევლები და მწიგნობრები კი ამბობდნენ, ეს ხომ უბრალო ხუროს შვილია, დედამისი მარიამია, იესო კი მათი ურწმუნოების გამო ბევრ სასწაულს არ ახდენდა.







7 comments:

  1. საკმაოდ გასაგებად და კარგად წერია , ყოჩაღ :*

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ნორა, მიხარია, რომ მოგეწონა :* ხშირად შემოდით ჩემ ბლოგზე

      Delete
  2. Madloba gogoebo mixaria, rom mogewonat!!!

    ReplyDelete